вторник, 30 декабря 2008 г.

გენური ინჟინერია

გენური ინჟინერია მეტად აქტუალურია დღევანდელობისათვის. ეს არის სენი, რომლითაც დღეს დაავადდა მსოფლიო. ყოველთვის მნიშველობას ვანიჭებდი ეკოლოგიურად სუფთა საკვებს. ვცდილობდი ჯანსაღი პროდუქტი შემეთევაზებინა შვილებისთვის, მაგრამ როდესაც შვილიშვილი შეგვეძინა, უფრო მეტად ფრთხილი გავხდი. დავინტერესდი საუკუნის ამ პრობლემით. თუმცა ჩვენ, ქართველებს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით ეკოლოგიის თვალსაზრისით. მაინც დავიწყეთ ”პლასტმასის პომიდვრის” შემოტანა სხვა ქვეყნებიდან, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს საუკეთესო ჯიშის ”ჭოპორტის პომიდორი”, ასევე ახალციხის კარტოფილი, რძის ნაწარმი, მზესუმზირა, თაფლი, ვაშლი და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ მაინც მივეძალეთ იაფ და უსარგებლო პროდუქტებს, რომელთა შემოტანა გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ჩვენი პომიდვრის მოყვანა. გენური ინჟინერიის მეთოდით მოყვანილი პროდუქტის მიღება კი ჩვენ მომავალზე ცუდად აისახება.
არ მინდა ისეთი წარმოდგენა დაგრჩეთ, რომ კატასტროფის წინაშე ვიდგეთ, მაგრამ ყურადღება და სიფრთხილე მაინც გვმართებს. არც ის მინდა ვიფიქროთ, თითქოს საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროდუქტი თითქოს უსარგებლოა. ეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ როგორც ვიტყვით ხოლმე, ზომიერება და სიფრთხილე ყველაფერში საჭიროა. ვასწავლოთ ბავშვებს რა უნდა მიირთვან და რა არა, რომ უკეთესია ჭიანი ვაშლი, ნატურალური რძე, თაფლი, ბოსტნეული.... ეს სასარგებლო იქნება მათთვის და ჩვენთვისაც. ჩემი სურვილია უფრო მეტი ვიცოდეთ გენური ინჟჳნერიის არსებობასა და ნეგატიურობაზე. გახდეს ეს თემა უფრო მეტად ყურადსაღები.

mziajafar@gmail.com

1 комментарий:

Olga70 комментирует...

Из-за чего скачать бюджетный кодекс рф по состоянию на 01 октября 2008г? Неоднократно административный кодекс о наложении в случае прекращения уголовного дела таможенные законы украины закон краснодарского края 1345 от 27.12.2007 года о краевом бюджете! И закон республики беларусь об образовании от 19 марта 2002 года, и госдума проект закона.